logo
ENG



მსაჯების გაფიცვის გამო ბათუმში რაგბის მატჩი ჩაიშალა, სავარაუდოდ, ჩაიშლება ქუთაისშიც

29 მაი 202115:19
3 წუთის საკითხავი
clock 1436

Რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის დღეს დაგეგმილი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც ბათუმში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. 

თამაშზე, რომელიც თბილისის აკადემიასა და ბათუმის ბათუმს შორის უნდა გამართულიყო, მსაჯები არ გამოცხადდნენ - ისინი გაფიცულები არიან. 

გაფიცვის მიზეზი უცნობია, ასევე უცნობია, როდის გაიმართება ჩაშლილი შეხვედრა. 

მორაგბეები სიმბოლურად მაინც გავიდნენ სტადიონზე და მოედანი გულშემატკივრების ტაშის ფონზე დატოვეს.

მსაჯების გაფიცვის გამო რაგბის ჩემპიონატის თამაში, სავარაუდოდ, ქუთაისშიც ჩაიშლება, სადაც თამაში ქუთაისის აიას და ბოლნისის ყოჩებს შორის 17:00 საათზეა დანიშნული. გუნდები თამაშისთვის ემზადებიან.


close დახურვა