იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ჯამში სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში 200/210/215 კგ. დაძლია. აგრეთვე, აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.