მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. Worldmeters-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მილიონ 175 ადამიანია დაღუპული.
ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა (209 230), მეორე ადგილზეა ბრაზილია (141 441) მესამეზე კი ინდოეთი (94 971).
საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანია დაღუპული, რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს - რუსეთში 20 324, თურქეთში 7 929, სომხეთში 951, ხოლო აზერბაიჯანში - 586.