logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 129 ათასს აჭარბებს

13 მარ 202009:09
3 წუთის საკითხავი
 

იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ერთ დღეში 189 ადამიანით გაიზარდა. საშიშმა ვირუსმა ქვეყნის მასშტაბოთ სულ 1 016 მოქალაქე იმსხვერპლა.

მიუხედავად საგანგებო ზომებისა, გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. საერთო ჯამში იტალიაში კოვიდ-19-ი, 15 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

იტალიის მსგავსად ბოლო 24 საათში საგანგებო ზომებს არაერთმა ქვეყანამ მიმართა. საფრანგეთში 16 მარტიდან განუსაზღვრელი დროით დაიხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები. სასწავლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ბელგიაში, თურქეთში, ისრაელსა და ესტონეთშიც. ჩეხეთი კი 15 ქვეყანასთან საზღვარს ჩაკეტავს.

41-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გაუქმებულია ყველა მასობრივი ღონისძიება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონა ვირუსი დაუდასტურდა კანადის პრემიერის მინისტრის მეუღლეს. შეგახსენებთ რომ ჯასტინ ტრუდო ოჯახთან ერთად აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4 931-ს შეადგენს, ინფიცირებულია 129 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 68 ათასს აჭარბებს. 

 


close დახურვა