დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსმა, რიჩარდ მურმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში "ძალები ეწურება".
"რუსებს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სულ უფრო გაუჭირდებათ ადამიანური რესურსებისა და მასალების მომარაგება. მათ მოუწევთ პაუზის აღება და ეს უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს." - თქვა მურმა.
მისი განმარტებით, პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა, რუსეთმა 15 ათასი სამხედრო დაკარგა.
მურმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა 400 რუსი დაზვერვის ოფიცერი გააძევეს.
ასევე, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სახმელეთო შეტევებისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეთებს იყენებს, რადგან სახმელეთო თავდასხმის რაკეტების მარაგი ამოეწურათ.
აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, კიდევ 45 ათას დაჭრილია. ამის შესახებ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, უილიამ ბერნმსა უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.