logo
ENG



მღებრიშვილი: ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა, რა ლუგარი, ინგლისური არ ვიცი

25 სექ 202016:40
3 წუთის საკითხავი
 
3tw1ad5f45o0ijt.png

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი, გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდება, თითქოს ღამურების დასაჭერად იყო ჩასული, სისულელეა. 

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკავების დროს ის არცევში მიდიოდა. მისივე თქმით, 

"არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ. სანამ შევიდოდი, დაახლოებით 100 მეტრში დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით განცხადებები სისულელეა. რა ლაბორატორია, ინგლისური არ ვიცი, რა ამერიკელები. ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან", - განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა.

მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გუშინ, 25 სექტემბერს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლების შეხვედრაზე იქნა მიღებული. მღებრიშვილმა ცხინვალის იზოლატორი დღეს დატოვა

ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს დააკავეს - მას ე.წ. საზღვრის კვეთასა და ღამურების დაჭერას ედავებიან. დაკავებისას ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

 


close დახურვა