logo
ENG



მშვენიერაძე თადუმაძეს პასუხების გაცემისგან თავის არიდების გამო აკრიტიკებს

10 ოქტ 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
t3d4oaizx4v8d79.png

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე შალვა თადუმაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატის არგუმენტი კითხვებზე თავის არიდებასთან დაკავშირებით, არადამაკმაყოფილებელია. მშვენიერაძის თქმით, ის ვერ მიიღებს თადუმაძის პოზიციას, რომ მან პასუხებს თავი მის მიმართ უნდობლობის გამო აარიდა.

თადუმაძე აცხადებს, რომ მშვენიერაძის მიერ თავის დროზე გახარიას ნომრის გასაჯაროება სამოქალაქო სექტორის ისტორიაში ყველაზე არაკეთილსინდისიერი საქციელი იყო.

„დამრჩა განცდა, რომ ბატონი შალვას იმ გამოცდილებით, რომელიც ჰქონდა ბატონ მამუკას, მის მოადგილეს, შეეშინდა კოალიციის კითხვების და გადაწყვიტა პიარ სტრატეგია აერჩია, მოეგონებინა მიზეზი, რის გამოც არ გასცემდა პასუხს. აქ არ არის საუბარი გიორგი მშვენიერაძის კითხვებზე, ეს არის კითხვები, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების სახელით სვამს კოალიცია. პასუხებსაც ელოდება არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ელოდება საზოგადოება," – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 


close დახურვა