logo
ENG



მშიერი ბავშვების ქვეყანა- დროება

05 თებ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

"არასაკმარისი კვება აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას" - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდი. რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ამ მიმართულებით, როგორ იკვებებიან ბავშვები და რა პრობლემებს აწყდებიან მათი მშობლები. უახლესი კვლევები, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მძიმეა, გვიჩვენებს: დღეს საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანს საჭმლისთვის სამყოფი ფული არ აქვს. კვლევები სტატისტიკაა და ხშირად არ საუბრობს მიზეზზე თუ რატომ ხდება ასე. თუმცა ფაქტია, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ბავშვებს ავარიულ საბავშვო ბაღში უწევთ სიარული, სახელმწიფო, სადაც განათლების მინისტრს დიდად არ ადარდებს თუ რა მდგომარეობაა სკოლებში, როგორ იკვებებიან იქ ბავშვები - რატომ აწუხებს შიმშილი 10-დან 7 ბავშვს.


close დახურვა