logo
ENG



მცხეთის პოლიციაში შაქარაშვილის საქმის მოწმე, ანა გაბეჩავა იკითხება

05 ივლ 202016:21
3 წუთის საკითხავი
clock 809

მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს. გაბეჩავა საგამოძიებო უწყებაში 15:00 საათზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოწმეზე "ბულინგი ხორციელდება".

„მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ხორციელდება ბულინგი,ზეწოლა. ამასთან დაკავშირებით ვართ მოსული“, - აცხადებს გაბეჩავას ადვოკატი.

გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე იყო. 

ფეხბურთელი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 


close დახურვა