logo
ENG



მწერლების მიმართვა პრეზიდენტს

14 მარ 202319:45
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტში პოლიტპატიმრებს შორის დღეს არც ნიკა გვარამიას ხსენება დავიწყებიათ. მთავარი არხის დამფუძნებლის პატიმრობა რომ ქვეყნის ევროპულ არჩევანთან შეუსაბამოა, ამის ახსნა უნდათ სალომე ზურაბიშვილისთვის კიდევ ერთი პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლებს. მწერლები გვარამიას თავისუფლების მოძრაობას შეუერთდნენ და მოუწოდებენ პრეზიდენტს, გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი. მოძრაობის რიგები სულ უფრო იზრდება, მასში უახლოეს დღეებში პროფესორ-მასწავლებლებიც შევლენ.


close დახურვა