logo
ENG



ნაბეღლავი: ჩვენთვის მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება, თუნდაც ერთი დღით

10 დეკ 202410:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/10/66j2w8qc5dl305x.jpg

ნაბეღლავი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება, თუნდაც ერთი დღით, კატეგორიულად მიუღებელია.

ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ ის გმობს ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის იბრძვის.

"სს წყალი მარგებელი უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით. დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით.

ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის! მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი!", - ვკითხულობთ ნაბეღლავის განცხადებაში.

 


close დახურვა