logo
ENG



ნავალნი: პუტინმა თქვა, რომ ნოვიჩოკი თავად მივიღე, პროვოკაცია არ გამომივიდა

23 სექ 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

"ეს იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი, მაგრამ პუტინმა ამ თამაშში მომიგო", - ასე უპასუხა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც თქვა, რომ ნავალნიმ ნოვიჩოკი თავად მიიღო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან საუბრისას განაცხადა. 

"კარგი ვერსიაა. ვფიქრობ, უფრო სიღრმისეულ შესწავლას იმსახურებს. მე მოვამზადე ნოვიჩოკი სამზარეულოში. კომაში ჩავვარდი. მანამდე, ჩემს ცოლს, მეგობრებსა და კოლეგებს შევუთანხმდი, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ჩემს გერმანიაში წაყვანას დააპირებდა, არ მიეცათ ამის უფლება. მოვმკვდარიყავი ომსკის საავადმყოფოში, აღმოვჩენილიყავი ომსკის მორგში, სადაც დამიდასტურდებოდა სიკვდილის მიზეზად "საკმარისად იცხოვრა".

ეს იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი, მაგრამ პუტინმა ამ თამაშში მომიგო. მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე, როგორც დებილი, 18 დღე კომაში ვიყავი და ჩემსას მაინც ვერ მივაღწიე. პროვოკაცია არ გამომივიდა".  

პუტინისა და მაკრონის სატელეფონო მოლაპარაკებების დეტალები გამოცემა "ლე მონდისთვის" გახდა ცნობილი. ფრანგული გამოცემა წერს, რომ  პუტინმა ოპოზიციის ლიდერი უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია რუს  საჯარო მოხელეებს აშანტაჟებს.  


close დახურვა