რამდენიმე თვის წინ საქართველო დიდ ქართველ არტისტს და პატრიოტს ბუბა კიკაბიძეს დაემშვიდობა. ბუბას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროფესიონალი მომღერლები მისგან ბევრს სწავლობდნენ. ერთ-ერთი მათგანია პოპულარული აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მომღერალი ემინ აგალაროვი. ვახტანგ კიკაბიძეს ბევრი განუხორციელებელი პროექტი დარჩა, მათ შორის კი ემინთან დუეტის ჩაწერა და კლიპის გადაღება იყო. ჩანაფიქრი სხვა ფორმით, თუმცა მაინც განხორციელდა. ბუბას ნაცვლად ვიხილეთ ვინ, თუ არა მისი ცხოვრებისა და შემოქმედების განუყოფელი ნაწილი, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე. სულ რამდენიმე დღის წინ, სიმღერაზე - ყვავილების ქვეყანა - კლიპის გადაღებაც მოხერხდა, გარდენია შევარდნაძის გამორჩეულად ლამაზ სივრცეში ამ შემოქმედებით პროცესს დროების გადამღები ჯგუფი დაესწრო. როგორ მუშაობდა ორი მომღერალი, ბუბას ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეოს სამზადისში. ანი და ემინი - ყვავილების ქვეყანა.
ნანი და ემინი - ყვავილების ქვეყანა - დროება
18 ივნ 202320:54
3 წუთის საკითხავი