logo
ENG



ნანკა კალატოზიშვილი: უკვე ფსკერზე ვართ და იმის იქით ვეღარ ჩავალთ

14 ნოე 201917:13
3 წუთის საკითხავი
 
2w2qq50723kx195.jpg

სამოქალაქო აქტივისტი ნანკა კალატოზიშვილი პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას „ფორმულასთან" საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ დროა ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა საკუთარი ხელებით დაიცვან.

„სამოქალაქო საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ამის იქით ზღვარი აღარ არსებობს. თავმოყვარეობა ან გაქვს ადამიანს, ან არ გაქვს. უნდა გაიღვიძოს ამ თავმოყვარეობამ. რაღაც ზღვარი არსებობს, უკვე ფსკერზე ვართ და იმის იქით ვეღარ ჩავალთ. ზევით უნდა დავიწყოთ სვლა. იმედია ადამიანები მიხვდებიან, რომ საკუთარი ქვეყანა საკუთარი ხელებით უნდა დაიცვან. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ხელისუფლებისგან ვართ დასაცავები, ეს გასაკეთებელია, სხვა გზა არაა," - აცხადებს კალატოზიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის წინ დღეს, 14 ნოემბერს 19:00 საათზე საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩაგდებულ კანონპროექტს გააპროტესტებენ და აქციას გამართავენ. 


close დახურვა