logo
ENG



ნაყოფია: ციხეში ფანჯრები დაბურეს და სააკაშვილთან მიმსვლელს წერილს აღარ გამოატანენ

26 ოქტ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
კადრი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, სატელეფონო ზარების აკრძალვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მნახველს წერილს აღარ გაატანენ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაყოფიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სააკაშვილისგან წერილის მიღების საშუალება იქნება ფოსტა, ან ადვოკატი.

"მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედან კამერამ ვერ დააფიქსიროს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

დღევანდელი ამბავია ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი", - თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილის 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.

 


close დახურვა