logo
ENG



ნაცვლიშვილი: ვითხოვე ლაზარესთან შესვლის ნებართვა, პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა

04 აპრ 202312:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/04/qpbkyi2109xwyls.jpg

პარტია ლელოს დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ციხეში ლაზარე გრიგორიადისთან შესვლის ნებართვა ითხოვა თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ უარი უთხრა. როგორც დეპუტატი ამბობს, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.

"არ მინდა მძიმე განცხადებების გაკეთება, მაგრამ გასული დღის განმავლობაში ნახეთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების და მიზეზის ახსნის გარეშე უარს ეუბნება პარლამენტის წევრს ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით, ამ პირობებში მიღრმავდება ეჭვები, რომ მისი უფლებები ციხეში არის სერიოზული რისკის ქვეშ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს. 


close დახურვა