logo
ENG



ნეთანიაჰუ: დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გვექნება, თუ ჩვენი მძევლების გამოყვანას შევძლებთ

17 ნოე 202316:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/zgc5v2zxeku5x5n.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მხრიდან დროებითი ცეცხლის შეწყვეტა იმ შემთხვევაში იქნება, თუ მძევლების გამოყვანას შეძლებენ.

"ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, მაგრამ რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებ ამაზე, მით უკეთესი იქნება. სახმელეთო ოპერაციამ ზეწოლა მოახდინა ჰამასზე ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ჩვენ გვექნება დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, თუ შევძლებთ ჩვენი მძევლების გამოყვანას.

ვეცდებით, დავასრულოთ ეს სამუშაო მინიმალური სამოქალაქო მსხვერპლით. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვართ წარმატებულები. ყველა მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა და ეს არ უნდა მომხდარიყო. ამიტომაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე თავიდან ავაცილოთ, ჰამასი კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი დარტყმების ქვეშ დატოვონ", - ამბობს ისრაელის პრემიერი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა