logo
ENG



ნეთანიაჰუ: ჰამასის განადგურება და მძევლების გათავისუფლება - ეს არის ჩვენი მიზანი

13 ნოე 202310:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/jd4s74ralw0r3tx.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მიზანი ჰამასის განადგურება და მძევლების გათავისუფლებაა.

"ჰამასის განადგურება და მძევლების დაბრუნება - ეს არის ჩვენი მიზანი. ისინი [მძევლები] უზარმაზარი სტრესის ქვეშ არიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად.

მსოფლიო მძევლების გათავისუფლების მცდელობაში უნდა შემოგვიერთდეს. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ მძევლები გათავისუფლდებიან", - ამბობს ნეთანიაჰუ.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 242 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები. 

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა