logo
ENG



ნეთანიაჰუ აიათოლა ალი ხამენეის სამყოფელის მიზანში ამოღებას არ გამორიცხავს

16 ივნ 202522:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/16/npsq02uvwy2li0a.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიზანში ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინის სამყოფელი ამოიღონ.

"ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა", - უპასუხა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, აიათოლას პოტენციური ლიკვიდირება კონფლიქტს არა გაამწვავებს, არამედ დაასრულებს.

"ირანს "მარადიული ომი" სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამას ხელს უშლის, ამ აგრესიას აჩერებს", - თქვა მან.


close დახურვა