logo
ENG



ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ბრძოლა ჰამასის წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს

24 ოქტ 202316:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/24/zwshj4is8kfrh6e.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ბრძოლა ჰამასის წინააღმდეგ, შესაძლოა, ხანგრძლივი იყოს.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა ჰამასის დამარცხების აუცილებლობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ისრაელი ყველაფერს დაკარგავს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპას. ამასთან, მან მოუწოდა ტერორისტულ დაჯგუფება ჰეზბოლას, არ შეუერთდეს ომს.

"იმედი მაქვს, რომ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს გაფრთხილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა