ნიდერლანდები უკრაინის 122 მილიონ ევროს გამოყოფს საბრძოლო მასალის, იარაღისა და კიბერუსაფრთხოებისთვის.
კერძოდ, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვის შესაძენად 87 მილიონი ევროა გამოყოფილი. 25 მილიონი ევრო კი უკრაინის საერთაშორისო ფონდს გადაერიცხება იარაღის შესაძენად.
ამასთან, ნიდერლანდების მთავრობა უკრაინის კიბერთავდაცვის გასაუმჯობესებლად 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ მოკლევადიან პერსპეტივაში, არამედ გრძელვდიან პერსპექტივაშიც. ახლა მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ უკრაინას ვეხმარებით. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ. თვითგამორკვევა, თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები", - თქვა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.