logo
ENG



ნიკა გვარამია: დღეს სარეკლამო ბაზარს კურირებს ლაშა ნაცვლიშვილი

01 ნოე 201921:30
3 წუთის საკითხავი
 
zl8y41o9ojn06ee.png

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მალე რუსთავი 2 სრულად გაკოტრდება, რადგან ივანიშვილი მასში ფულის ჩადებას აღარ განაგრძობს. დღეს ტელეკომპანია ფუნქციონირებს სარეკლამო ბაზრის საფუძველზე, რომელსაც ლაშა ნაცვლიშვილი კურირებს. ეს განცხადება გვარამიამ "პოლიტიკის ფორმულას" პირდაპირ ერთერში გააკეთა. მისი თქმით, თუ ნაცვლიშვილი ფულის კეთებას ისურვებს, მაშინ რუსთავი 2 განარძობს ფუნქციონირებას.

"ეს კომაპნია იხურება. გაკონტერებულია ეს კომპანია არა ჩემს მიერ, არამედ ახალი მენეჯმენტის მიერ. მესამედი რეიტინგის პირობებში, ცხადია ტელევიზია სადაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანები მუშაობენ, თავს ვერ შეინახავს. ეს ჩვენ გვჭირდა მაშინ, როცა ვმუშაობდით, ამიტომ გაკოტრდება. ხალვაშს არ აქვს ამის ფული და 3 მლნ. დოლარის ჩასხმას აპირებენ ამ ბოლო ოქტომბერი-დეკემბრის ჩათვლით.

ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ, ცხადია, ვინ საიდან და როგორ ჩაასხამს, ეს არის ივანიშვილის ჩასხმები. თვეში ტელევიზიას სჭირდება დაახლოებით მილიონი დოლარის ჩასხმა და ამის გამკეთებელი ივანიშვილი არ არის.მან იცის, რაც არ უნდა ხდებოდეს რუსთავი 2-ში დღეს, მომავალში ის ლოგო მის წინააღმდეგ იმუშავებს. თუნდაც ის ხალხი, ვინც იქ დღესაა, ის წამყვანიც, პროდიუსერებიც იქ აღარ იქნებიან. იქნებიან ნორმალური დამფუძნებლები, ჟურნალისტები და ადმინისტრაცია. ეს შიში სულ იარსებებს. დღეს მისი არსებობის ერთადერთი ლოგიკური საფუძველი ისაა, რომ გააკეთონ სარეკლამო ფული.

ზუსტად ვიცით, ვინც კურირებს დღეს სარეკლამო ბაზარს,"რუსთავი 2" უერთდება "იმედს", ლაშა ნაცვლიშვილი. თუ ის მოინდომებს, რომ რუსთავი 2-ით აკეთოს ფული, ივანიშვილის ჩასხმების პარალელურად, მაშინ რუსთავი 2 გაგრძელდება. არამგონია, რომ ივანიშვილი სულელი იყოს და ეს დაუშვას, რადგან რუსთავი 2 დღეს არის ცუდი "იმედი". არაფერში არ სჭირდება. რაშიც სჭირდებოდა, ეგეც არ გამოვიდა. მისი ფულით ოდნავ კრიტიკასაც ვერ აიტანდა და ეს ცხადია,"- აღნიშნა გვარამიამ.


close დახურვა