ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძის თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ პარტნიორის მოტყუება და „გადაგდება“ არ შერჩებოდა მთავრობას. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა.
„ასეთი მაღალი დონის პარტნიორის გადაგდება, მემგონი, არ მოსულა. არავისთან არ მოსულა, პირველ რიგში, საკუთარი ხალხის გადაგდება არ არის ღირსეული საქციელი. პარტნიორების გადაგდება და მოტყუება ასე უკვალოდ რომ არ ჩაივლიდა, დიდი მსჯელობა არ სჭირდებოდა. არა მგონია, რომ ასეთი კალიბრის კონგრესმენები საჭიროებდნენ ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ კომპასს საქართველოს მთავრობისგან“, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ კონგრესმენებმა გიორგი გახარიას პირადი წერილი მოსწერეს და შეშფოთება გამოთქვეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მმართველი ძალა დიალოგის რეჟიმში დაბრუნდება და შეასრულებს დადებულ პირობას.