მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ის მასზე ძალადობის საქმეზე გამოიკითხება.
მაყაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, რომ როცა მსახიობ ბესო ზანგურზე იყო დაქორწინებული, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.
ინტერვიუში მაყაშვილი 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, ახლა იმიტომ ყვება, რომ აღარ ეშინია და უნდა, სხვა ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, მაგალითი მისცეს.
ბესო ზანგური ამჟამად რუსთაველის თეატრის მსახიობია. თეატრში ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ, თუმცა ზანგურს თეატრში ტოვებენ.