როკფელერის ცენტრში ნიუ-იორკის მთავარი საშობაო ნაძვის ხე დადგეს. მალე მას გიგანტური გირლანდებით მორთავენ, კენწეროზე კი სვაროვსკის ბროლის ვარსკვლავს დაამაგრებენ. ხე ნიუ-იორკს წელს ორინჯის ოლქის მცხოვრებმა აჩუქა. ის სიმაღლეში 23 მეტრია და 14 ტონას იწონის. როკფელერის ცენტრთან მის დასადგმელად საგანგებოდ მობილიზებული იყო ამწეები და 50-მდე მუშა. ხეზე საშობაო განათებას 4 დეკემბერს ჩართავენ, სწორედ ამ დღეს გაიხსნება ქალაქში ოფიციალურად საშობაო სეზონი.
ნიუ-იორკში მთავარი საშობაო ნაძვის ხე დადგეს
10 ნოე 201913:51
3 წუთის საკითხავი