logo
ENG



ნიუ-იორკში ძაღლების გამოფენის გამარჯვებული პუდელი სიბა გახდა

13 თებ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

ნიუ-იორკში ძაღლების გამოფენის გამარჯვებული პუდელი სიბა გახდა.

ღონისძიების არსებობის ისტორიაში ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ამ ჯიშის ძაღლმა პირველი ადგილი აიღო. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ მას ლანჩითაც გაუმასპინძლდნენ. ყოველწლიურ ღონისძიებაში 20 ქვეყნიდან, 205 სახეობის, ორი ათას ექვსასზე მეტი ძაღლი მონაწილეობდა.

ექსპერტები შოუზე ძაღლებს სამი კრიტერიუმით აფასებენ. ისინი შინაური ცხოველების ვიზუალს, ბრძანებების შესრულების მზადყოფნასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს აკვირდებიან. ძაღლების გამოფენა წელს 144-ედ გაიმართა. 


close დახურვა