logo
ENG



ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ

09 მაი 202423:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/zv8lmz4e511a289.jpg

პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ. 

რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ თავს დაესხნენ გირჩი - მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ჩელე ყურუას. 

ორი დღეა ოპოზიციურად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან. 

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს, გია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს. შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისებთან. ასევე, 9 მაისს თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს. 

აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია. 


close დახურვა