საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო კრიტიკის ფონზე, არასამთავრობო სექტორი, ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ უარყოფითი განწყობები ქართული დემოკრატიის მიმართ, აუცილებლად აისახება რეზოლუციებსა და ანგარიშებში.
ექსპერტის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა განიხილოს, როგორც დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი.
„ამერიკის შეერთებული შტატები დაკვირვების რეჟიმიდან უკვე სანქცირების რეჟიმზე გადავიდეს - იქნება ეს მთავრობა, იქნება ეს ქვეყანა, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით ვიზალიბერალიზაციის. მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს მმართველობა 2020 წლიდან უკუნითი უკუნისამდე. როდესაც შენს პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერ, დევნი და ავიწროებ, ეს არის სწორედ ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, ევროკავშირმა ძალიან კონკრეტულად უნდა მიიღოს და ქართული ოცნების მმართველობა უნდა განიხილოს, როგორც დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ სანქციების დაწესების გარდა, შეიძლება დახმარების პროგრამებიც შეჩერდეს.
„ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ არის ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვება, კონკრეტულად პოლიტიკურ ლიდერთა წინასაარჩევნო დაკავებებზე. არსენალი საკმაოდ ვრცელია და სპექტრი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული პირების, ასევე უწყებების სანქციებში გამოიხატოს. შეიძლება, რაღაც პროგრამების შეჩერებებიც მოხდეს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პოლიტილოგ გია ნოდიას განცხადებით, გიგი უგულავას დაპატიმრებამ აჩვენა, რომ ივანიშვილი მკაფიოდ ადგას ავტორიტარიზმის გზას.
„გიგი უგულავას დაპატიმრება ორი რამ აჩვენა. ერთი რომ ივანიშვილის ხელისუფლებას მკაფიოდ ადგას მეტი ავტორიტარიზმის გზას და მეორე, ის არ იღებს კრიტიკას დასავლელი პარტნიორების მხირდან. თუ ჩავთვლით, რომ მისი კურსი მეტი ავტორიტარიზმია, მაშინ მისი ნაბიჯები ამ კურსის თანმიმდევრულია“, - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლებით აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს.
უგულავას დაკავებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები გამოეხმაურნენ და ფაქტთან დაკავშრებით იმედგაცრუება გამოხატეს, ხოლო ოპოზიციამ განაცხადა, რომ ისინი ამ ფაქტიდან გამომდინარე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საარჩენო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას აღარ აპირებენ.
სასამართლო დამოუკიდებლობის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია, - ამ განცხადებით ეხმიანება სენატორი ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას.
კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. კინზინგერის თქმით, მსუბუქი ნათქვამი იქნება, რომ უგულავას საქმე ამერიკელ პარტნიორებს უბრალოდ აწუხებთ.
ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ აქვეყნებს.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ლინკევიჩუსი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაკავებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება სასამართლო ოპონენტების დევნისთვის გამოიყენო.
„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს", - „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაპატიმრებას გაერთიანებული სამეფოს საელჩოც ეხმაურება.
ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით სპეცილური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედებები პოლიტიკურ დიალოგს ხელს არ უწყობს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე გიგი უგულავასთავის და მასთან ერთად ბრალდებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციას წარმოადგენს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა.