logo
ENG



ნორვეგია უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

01 ივლ 202222:10
3 წუთის საკითხავი
clock 645
2022/07/01/xw59nrq9kw00ljj.jpg

ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოჰყოფს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა იონას გარ სტერემ გააკეთა.

პრემიერის თქმით, თანხას უკრაინა მიიღებს მიმდინარე წლის განმავლობაში და ასევე 2023 წელსაც. ნორვეგიის პრემიერი ამბობს, რომ ეს ფული დაეხმარება უკრაინას ხელი შეუწყოს დაზარალებულებს, დაიცვას თავი, აღადგინოს ქვეყანა.

სტერემ აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ნორვეგიამ უკრაინის მხარდასაჭერად 202 მილიონი ევრო გამოყო.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხდა, რომ უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან.

ცნობისთვის, გუშინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 1.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.


close დახურვა