ოდესაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
"3 მარტს დილით, ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმიდან 24 საათზე მეტი ხნის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მე-9 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში.
2 მარტს ღამით, რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.