სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს უკრაინაში. ოდესის პორტთან ახლოს, მეჩეთზე შემჯდარი ტანკერიდან სამი მეზღვაური გამოიყვანეს, რომლებიც ორი დღეა გადაბრუნებული ხომალდის დატოვებაზე უარს ამბობენ.
გემი პორტ "იუჟნოედან" დინებამ წაიღო. ტანკერი მოლდოვას ეკუთვნოდა, თუმცა ერთი წლის წინ საბუთები ჩამოართვეს, რის შემდეგაც უკრაინის აკვატორიაშია. სამართალდამცველების ვარაუდით, გემის ეკიპაჟი ნავთობპროდუქტების კონტრაბანდით იყო დაკავებული.