ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ტყეში შეშის მოსაგროვებლად იყო წასული.
როგორს „ფორმულას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გატაცების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მოზარდის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.