logo
ENG



ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

22 აგვ 202220:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/22/q7vmnhk0qp3swfx.png

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ენერგოდარის მერი დმიტრი ორლოვი ავრცელებს.

როგორც ორლოვმა აღნიშნა, ოკუპანტებმა იერიშის მიტანაში უკრაინული მხარე დაადანაშაულეს.

"ენერგოდარში დღეს ნაღმმტყორცნებმა ცენტრალური გათბობის წერტილი დააზიანა. წყალმომარაგების აღდგენას დრო დასჭირდება. წინასწარი სარემონტო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება", - თქვა მერმა.

თავდასხმის შედეგად ასევე კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

 


close დახურვა