logo
ENG



ოკუპანტებმა მიკოლაევს 6 რაკეტა ესროლეს - დანგრეულია სახლები და საწარმოები

09 ივლ 202223:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/pz1ncgerasvnk9n.jpg

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და საწარმოები განადგურდა.

მიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ამბობს, რომ სულ ქალაქს 6 რაკეტა ესროლეს.

"მადლობა ღმერთს თავდასხმის დროს არავინ დაღუპულა, თუმცა დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, კერძო საწარმოები. ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ორი საცხოვრებელი სახლი პრაქტიკულად მიწასთან არის გასწორებული. აფეთქების ტალღამ ასევე ახლოში მდებარე სახლებიც დააზიანა", - თქვა სენკევიჩმა.


close დახურვა