რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის რაიონში დასახლებულ პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ხარკივის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ოკუპანტები სროლას აგრძელებენ, ამიტომ მოსახლეობამ თავშესაფრები არ უნდა დატოვოს.
ის ადგილობრივებს მოუწოდებს საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციოს და საჭიროების შემთხვევაში გარეთ არ გავიდნენ.