logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

27 მარ 202016:32
3 წუთის საკითხავი
 
30brn30nb61h2zw.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი უკვე მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულებას. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 28 მარტიდან 20 აპრილამდე.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით კი აფხაზეთში დღემდე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა, მათივე ცნობით, ვირუსის დასადგენად საჭირო 400 ტესტი რუსეთისგან  ახლახან მიიღეს.

 


close დახურვა