ოკუპირებული ლუგანსკის ქალაქ ზოლოტოეში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
როგორც ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი გაიდაიმა აღნიშნა, ეს ადამიანების განზრახ მკვლელობა იყო.
"მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების გარდა სხვა არაფერია. რუსები მიზანმიმართულად ესროდნენ მოსახლეობას. ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ორი სართული განადგურებულია - ჭურვებმა სართულები მთლიანად დააზიანა. სულ მცირე 2 მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 4-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო", - აღნიშნა გაიდაიმა.