logo
ENG



ოკუპირებულ სოხუმში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა

25 იან 202421:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/dz9tzs79vq7r2z7.jpg

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი რესტავრატორების ჯგუფი ჩავიდა. რესტავრატორები დაათვალიერებ იმ ნახატებსა და დოკუმენტებს, რომლებიც 21 იანვრის ხანძარს გადაურჩა. 

როგორც გამოცემა Apsnypress წერს, ჯგუფს რუსეთის მუზეუმებისა და რუსეთის კულტურის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნატალია ჩეჩელი ხელმძღვანელობს.

ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეის დირექტორმა სურამ საკანიანმა განაცხადა, რომ რუსეთიდან 16 რესტავრატორს ელოდებიან. ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შეთავაზებას და თქვა, რომ ქართული მხარის დახმარების საჭიროება არაა.

აფხაზეთის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი კვირას ღამით გაჩნდა. ოთხი ათასი ნახატიდან მხოლოდ 150-200 გადარჩა. კერძოდ, განადგურდა ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ყველა ნამუშევარი, რომელიც შენობაში ინახებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხანძრის გაჩენის ყველა ვერსიას განიხილავენ.


close დახურვა