logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში სიტუაცია მძიმდება - პანდემია რეგიონში რუსეთიდან შემოდის

07 მაი 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ ცხინვალსა და ოკუპანტ რუსეთს შორის საზღვარი ჩაკეტილია, მიზეზი პანდემია გახდა, რომელიც ძირითადად რუსეთიდან გავრცელდა რეგიონში. მიუხედავად ამისა, აკრძალვები არ შეეხო რუს სამხედროებს და არც იმ სამხედრო აღლუმს, რომელმაც კორონავირუსის შიდა გავრცელება დააჩქარა. 

ოკუპირებულ ცხინვალში კორონა ვირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდგინდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით ინფიცირებულები სტუდენტები არიან რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან სამხრეთ ოსეთში ამ კვირაში დაბრუნდნენ. კოვიდ-19 პირველი შემთხვევის შესახებ  ცხინვალში გუშინ განაცხადეს.  რუსეთთან დამაკავშირებელი საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით შეზღუდვა 17 მაისამდე იმოქმედებს, თუმცა ის არ შეეხება რუს სამხედროებს, მესაზღვრეებსა და საჯარო მოხელეებს. 

კრემლი კი პოლიტიკურ საფრთხეებთან ერთად, ახლა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ საშიშია, - პანდემია რეგიონში რუსეთიდან შედის, დახმარება არა. ქართული მხარე ახლა ოკუპირებული რეგიონის ჰუმანიტარული კატასტროფისგან დაცვას „წითელი ჯვრის“ მაქსიმალური ჩართვით ცდილობს.

პოლიტიკოსები ამბობენ რომ ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება ძალიან რთულია. თბილისში არ სჯერათ, რომ ცხინვალში გადაწყვეტილებები მოსკოვთან შეუთანხმებლად მიიღეს.  ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ აამოქმედოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა ადგილზე არსებული რეალური სიტუაციის მონიტორინგი მოხდეს.

ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ  მძიმე ვითარებაზე საუბრობენ ექსპერტებიც. ისინი არგამორიცხავენ რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რეალური რიცხვი ბევრად მეტი იყოს ვიდრე ეს ოფიციალურ მონაცემებშია ასახული. კონფლიქტოლოგების თქმით ოკუპირებულ ტერიტორებზე არარის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობაც რაც სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს.

შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. ქეთევან ციხელაშვილის თქმით ისინი თანამშრომლობენ წითელი ჯვრის საზოგადოებასთან. ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან წვდომა აქვს და მათთვის ჰუმანიტარულ დახმარების გაწევას ცდილობს.  

მსოფლიო პანდემიისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ-19 შემთხვევების დადასტურების  მიუხედავად რამდენიმე დღის განმავლობაში ტარდება სამხედრო აღლუმი. სავარაუდოიდ, ასეთი თავყრილობა ვირუსის სწრაფად გავრცელებას კიდევ უფრო დააჩქარებს.


close დახურვა