logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ვაქცინაციაში დახმარებაზე უარს ეუბნება

30 მარ 202119:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/30/mu6e9j9jnjm0mmn.jpg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ქართული მხარის შეთავაზებას ქართულ ტერიტორიაზე აფხაზი მოსახლეობის ვაქცინაციასთან დაკავშირებით უარით უპასუხა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აფხაზეთი ვაქცინაციის პროცესში მთავარ პარტნიორად რუსეთს მოიაზრებს და სწორედ რუსული ვაქცინით გეგმავს მოსახლეობის აცრასაც

"საქართველოს და მისი ხელისუფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ. სოხუმი არ აპირებს ქართული მხარის შემოთავაზების განხილვას. ჩვენ არ შემოვიტანთ სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ვაქცინებს", - წერია, აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში, - "აფხაზეთში მალე რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი ვაქცინით დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ამ საკითხზე რუს მეგობრებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.". 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირები საქართველოს ტერიტორიაზე ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით აცრას გამარტივებული ბიუროკრატიული წესით შეძლებდნენ. ვაქცინაცია ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს და 65 წელზე მეტი ასაკის პირებს უნდა შეხებოდათ. 

რუსეთში კი ვაქცინაციის პროცესი დაახლოებით 4 თვეა რუსული ვაქცინით, "Sputnik V-თი" მიმდინარეობს. ის მოსახლეობაში განსაკუთრებით დაბალი ნდობით სარგებლობს, რადგან სოციოლოგიური ინსტიტუტების კვლევებმა აჩვენა, რომ ევროპულ ქვეყნებს შორს ყველაზე დიდი უნდობლობა სწორედ Sputnik V-ის მიმართ აქვს რუსეთის მოსახლეობას.  


close დახურვა