logo
ENG



ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა

03 თებ 202617:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/03/zn6rduh07x0l6ps.jpg

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობისთვის".

მას 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

რუსეთის გენპროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძე 2022 წლის თებერვალში დაქირავებულის სტატუსით ჩავიდა უკრაინაში, სადაც შეუერთდა "ქართული ლეგიონის" შემადგენლობას - 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობას იღებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში.

რუსეთის გენპროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბარამიძემ მიიღო ანაზღაურება - რომელმაც 238 ათას რუბლს გადააჭარბა.


close დახურვა