logo
ENG



ოკუპირებული ლუჰანსკის ე.წ. სასამართლომ ეუთო-ს 2 თანამშრომელს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

19 სექ 202220:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/76050jpeky9zbig.png

ოკუპირებული ლუჰანსკის ე.წ. სასამართლომ ეუთო-ს ორ თანამშრომელს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალად "სახელმწიფო ღალატი" ედებათ.

პატიმრობა მიესაჯა ეუთოს თანამშრომელს დმიტრი შაბანოვსა და მისიის თარჯიმანს მაქსიმ პეტროვს. შაბანოვი ოკუპირებულ ლუჰანსკში აპრილში დააკავეს, მოგვიანებით კი "უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის დაფარული მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებაში" დაადანაშაულეს.

ოკუპირებულ რეგიონში მიაჩნიათ, რომ შაბანოვი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აწვდიდა ინფორმაციას და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, რა დროსაც ბოევიკების გადაადგილების შესახებ უკრაინულ მხარეს ცნობებს აწვდიდა.

ფაქტს ეუთო-ს თავმჯდომარე ზბიგნევ რაუ გამოეხმაურა და ოკუპირებულ ლუჰანსკს მოუწოდა მისიის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

"მისიის წევრები ხუთ თვეზე მეტია გაუმართლებლად იმყოფებოდნენ გაურკვეველ პირობებში, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით. ეს არაადამიანური და ამაზრზენია", - თქვა მან.


close დახურვა