logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს 2 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

29 მაი 202322:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/29/r39y0wrpl41ha49.png

საქართველოს მოქალაქეებს ლევან პეტრიაშვილსა და არჩილ ბასანიძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ორივე მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს.

ლევან პეტრიაშვილი ერგნეთში ცხოვრობს და ის საოკუპაციო ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მომდევნო დღეს, დააკავეს პეტრიაშვილის მეგობარი არჩილ ბასანიძეც.

როგორც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, "გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს".

"ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - წერია სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა