logo
ENG



ოლიგარქის როიალი - დროება

19 ნოე 202321:44
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის რუსული რეჟიმი შფოთავს - დროების ინფორმაციით ქართული ოცნების ბოლო შიდა კვლავა თითქმის ერთი-ერთზე ემთხვევა ედისონ რისერჩის ოქტომბრის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებების დროული ცვლილებების ლოზუნგით, 11 წლის წინ მმართველობაში მოსულ ძალას, მეოთხე ვადით მთავრობაში დარჩენის შანსები საკმაოზე მეტად შემცირებული აქვს - ივანიშვილს არჩევნებში პირველ ადგილზე გასვლა მთვარობის დასაკომპლექტებლად აღარ ყოფნის - თუ ოპოზიციას ჭკუა ეყო და ამბიციები მოთოკა, რეალურია შანსი იმისა რომ საქართველოს ეღირსოს კოალიციური მთავრობა. რაღა თქმა უნდა რეჟიმი შეეცდება ძველი და ახალი მეთოდებით, ქუჩის და კრიმინალების გამოყენებით, არჩევნების არჩევნებამდე და უშუალოდ არჩევნების დღეს გაყალბებას. ამითვის მარტო ლამინირებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ ეყოფა - თუ დასჭირდა ვითომ კონსერვატორებს რეალურად კი ღიად რუსულ, მისსავე დაფინანსებულ და ხელშეწყობილ რადიკალურ ძალებს პარლამენტში შეათრევს და კოალიციასაც გააფორმებს და საბოლოოდ დაასრულებს იმ კედლის მშენებლობას რომლის აქეთა მხარეს რუსეთია. ივანიშვილი შფოთავს და ამ ტრენდის გადასაფარად საკუთრ სოციოლოგიას სთავაზობს საზოგადოებას საკუთრივე პროპაგანდის მანქანიდან, მისსავე მართულ პარლამენტში კი მალე ალბათ როიალს დადგამენ. დროება ივანიშვილის რუსულ კედელზე - 2024-ი და როიალზე, როგორც ოლიგარქის დამაზიანებელი მმართველობის სიმბოლოზე.


close დახურვა