logo
ENG



ომბუდსმენის აპარატი ჭიათურაში შექმნილ ვითარებას გაეცნო

02 მარ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

აპარატი, "ჭიათურმანგანუმსა" და მოსახლეობას შორის მიმდინარე დავის დეტალებს სწავლობს. სახალხო დამცველმა დღეს განცხადებაც გაავრცელა.

ნინო ლომჯარია, შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, დაადგინონ მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყონ "ჭიათურმანგანუმთან" შედეგიანი მოლაპარაკება. სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრმა თავად უნდა უშუამდგომლოს შუქრუთის მოსახლეობას და პირადად ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში. 

"ჩვენი წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე და მოისმინა მოსახლეობის მოსაზრებები. უფრო დეტალურად შევისწავლით გარემოებებს. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მოვუწოდებთ რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი ზიანსა და კომპანიის საქმიანობას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის მიზნით. ასევე სახელმწიფო ჩაერთოს აქტიურ მოლაპარაკებების წარმოებაში, იმისთვის რომ მოსახლეობასა და კომპანიას შორის შედგეს შეთანხმება ზიანის ანაზღაურების საკითხზე", - აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, სოფლის მოსახლეობა რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციებს მართავს, მათ ბლოკირებული აქვთ შუქრუთის მაღარო. მოსახლეობა აცხადებს, რომ მადნის მოპოვების შედეგად, დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, კომპენსაციაც კი არ მიუღიათ.

 

 


close დახურვა