ომის 178-ე დღე უკრაინაში. ანექსირებულ ყირიმში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. საოკუპაციო ძალა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი იმ სანაპიროებთან ახლოს დააყენეს, სადაც რუსი ოკუპანტები ისვენებენ. აფეთქებების ფონზე, საცობებია ნახევარკუნძულიდან მიმავალ გზაზე. რუსეთისგან მორიგ პროვოკაციებს ელის უკრაინის ხელისუფლება. ვრცელდება ცნობა უკრაინის დროშის და დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი თავდასხმების შესახებ. კვლავ მძიმეა მდგომარეობა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.