ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას მთა ჩამოიშალა.
შემთხვევის დროს ადგილზე მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.