ოპოზიციაში მმართველი გუნდის გეგმას, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება იწუნებენ.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" კორონავირუსისგან ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შესარბილებლად საკმარის ზომებს ვერ იღებს. ისინი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებას საკუთარ გეგმას სთავზობენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, შემცირდეს საშემოსავლო, მოგებისა და აქციზის გადასახადები.
"ქვეყანაში უნდა გამყარდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რათა ლარი არ გაუფასურდეს და ფასებმა არ მოიმატოს. ამისთვის საჭიროა ბბიუჯეტის შეკვეცა. პირველი რიგის ამოცანა არის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. უნდა გამოცხადდეს ასევე მორატორიუმი და გადავადდეს გადასახადებები", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
მის აზრს იზიარებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელისუფლების უმოქმედობა შემაშფოთებელია.
"არაფერს არ უნდა დაველოდოთ. "ევროპული საქართველო" ვთავაზობთ რომ გადასახადების დაწევა მოხდეს, რათა ფასების ზრდა და უმუშევრობის ზრდა შევაკავოთ. მთავრობის უმოქმედობა ეკონომიკური თვალსაზრისით მაშფოთებს.