logo
ENG



ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების საბოტაჟირებას ცდილობს-ოცნების ლობისტების წერილი

25 მაი 202007:47
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო მმართველი პარტიის ლობისტების წერილს ასაჯაროებს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებებს ეხება. განცხადება DCI Group-მა გამოაქვეყნა. წერილს DCI Group-ის წარმომადგენლისა და თავად მმართველი პარტიიც განცხადებები ახლავს, რომლის ადრესატიც საერთაშორისო საზოგადოებაა. 

წერილში  ვკითხულობთ, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების საბოტაჟირებას ცდილობს, რაც ცალკეული პატიმრების მოთხოვნით გამოიხატება. სახელისუფლებო პარტია აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ შეიცავს ჩანაწერს იმის თაობაზე, რომ მის შედეგად, ვინმემ საპატიმრო უნდა დატოვოს. 

2020 წლის მდგომარეობით "ქართული ოცნება" აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში 1,2 მილიონ დოლარს ხარჯავს და კონტრაქტი ორ ლობისტურ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. მთავრობის ადმინისტრაციას კი ხელშეკრულება ორ ამერიკულ კომპანიასთან აქვს გაფორებული, რაც ჯამში 900 000 დოლარს შეადგენს. 

DCI Group-ს მმართველ გუნდი ლობისტურ მომსახურებაში, კონტრაქტის თანახმად, თვეში 33 333 დოლარს უხდის, დოკუმენტზე ხელს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 

თუმცა, მას არ შეუწყალებია გიორგი რურუა - „მთავარი არხის“ მეწილე. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიორგი რურუა ასევე პოლიტპატიმარია და ის აუცილებლად უნდა იქნას შეწყალებული, წინააღმდეგ შემთხვევაში 8 მარტის შეთანხმება არ იქნება შესრულებული.

„ქართული ოცნება“ არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან და ზოგადად, 8 მარტის შეთანხმებაში მსგავსი პუნქტი იქნა გაწერილი.

ევროპარლამენტის საგარეო უთთოერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც მაკკალისტერმა აღნიშნა, 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მისივე თქმით ასევე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება.


close დახურვა