logo
ENG



ოპოზიცია ავტოკოლონებით საპროტესტო მსვლელობას მართავს

16 ნოე 202115:43
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ავტოკოლონებით საპორტესტო მსვლელობას მართავს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

მსვლელობა ერთდროულად სამი სხვადასხვა ადგილიდან დაიწყო, ესენია: რესპუბლიკის მოედანი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორია და ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად დასრულდება მსვლელობა, თუმცა აქციის ორგანიზატორების თქმით, ბოლოს სამივე კოლონა შეერთდება და ერთი კონკრეტული ლოკაციისკენ გაემართებიან

მათი თქმით, ისინი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან ჩაივლიან, შეჩერდებიან და მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. 

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა